მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისრაელია - კვლევა

5e96fcb5f24d3
ნათია თაქთაქიშვილი
15.04.20 16:33
22640
ანალიტიკურმა კომპანია London Deep Knowledge Group-მა (DKG) იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას ინარჩუნებენ.

კომპანიის კვლევის მიხედვით, გერმანია ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში, მსოფლიოს მასშტაბით კი მე-2 ადგილს იკავებს.

London Deep Knowledge Group-ის კვლევების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ისრაელი დასახელდა. როგორც კომპანია აღნიშნავს, ქვეყანა ყველაზე კარგად ახერხებს კრიზისების მართვას.

კომპანიის ანალიტიკოსებმა რეიტინგი იმის მიხედვით შეადგინეს, თუ რამდენდ დროულად იქნა შემოტანილი კორონავირუსის გავრცელების თავდაპირველი შეზღუდვები ქვეყანაში, ფიქსირდება თუ არა დარღვევები, როდის აკრძალეს საერთაშორისო მიმოსვლა, რამდენად ხელმისაწვდომია Covid-19-ის გამოსავლენი ტესტები და ასევე, კეთილმოწყობილია თუ არა საავადმყოფოები.

რეიტინგს გარეთ დარჩნენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის: საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და იტალია.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების TOP-10: 

1. ისრაელი
2. გერმანია
3. სამხრეთ კორეა
4. ავსტრალია
5. ჩინეთი
6. ახალი ზელანდია
7. ტაივანი
8. სინგაპური
9. იაპონია
10. ჰონგ-კონგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები