მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორონავირუსის სამკურნალო პროტოკოლში ცვლილებები შედის - გაბუნია

615c2d576752b
ინგა მურუსიძე
05.10.21 20:55
912
კორონავირუსის სამკურნალო პროტოკოლში ცვლილებები შედის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ კლინიკები ახალი პრეპარატების გამოსაყენებლად მზად არიან.

„პროტოკოლის განახლებას რაც შეეხება, ჩვენი პროტოკოლები ემყარება FDA-ს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. უკვე პრაქტიკულად დასრულებულია მუშაობა ცვლილებებზე და ვფიქრობ, სამინისტრო, მომდევნო კვირაში განიხილავს გაიდლაინების ცვლილებებს საბჭოს ფორმატში და მოხდება მისი აღიარება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალი მედიკამენტების გამოყენება ვერ მოხდება.

საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე, რომელიც აღიარებულია ევროპის ქვეყნების მიერ, საუბარია ბარიციტინებზე, ელილილის წარმოებულ მონოკლონურ ანტისხეულებსა და ტოზილიზუმაბის დამატებით რაოდენობებზე. ამასაც ველოდებით ოქტომბრის ბოლომდე. ნაწილი ამ კვირიდან შემოვა და ნაწილი მომდევნო კვირებში. კლინიკები მზად არიან, ეს პრეპარატები გამოიყენონ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები