მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის სწრაფი ტესტი, რომელიც მოცდის დროს 2-დღიდან 2.5- საათამდე ამცირებს

5e7da43a8c80d
ნათია თაქთაქიშვილი
27.03.20 12:00
1144
ტექნიკის მწარმოებელმა მსოფლიო ბრენდმა Bosch-მა კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი შექმნა, რომელიც მოცდის დროს 2 დღიდან 2.5 საათამდე ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ახალი ტესტი იყენებს Vivalytic-ის მოლეკულური დიაგნოსტიკის პლატფორმას, რომელიც დამზადებულია Bosch-ის ჯანდაცვის განყოფილების მიერ.

მოწყობილობა უკვე გამოიყენება საავადმყოფოებში, ლაბორატორიებში და სამედიცინო პრაქტიკაში ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების სპექტრის განსასაზღვრად, გრიპის და პნევმონიის ჩათვლით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტესტი საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვაში აპრილის თვიდან გამოჩნდება.

”აღნიშნული ტესტი მედიცინის მუშაკებს მისცემს საშუალებას მოახდინონ ინფიცირებული პაციენტების უფრო სწრაფი იდენტიფიცირება და იზოლაცია,” – განაცხადა Bosch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლკარმარ დნერმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Covid-19-ის დროული დიაგნოსტირება ვირუსის გავრცელების შემცირების მთავარი იარაღია. ტესტირება ადრეულ პერიოდში ფატალური მაჩვენებლების შემცირების გარანტორია.

27 მარტის მონაცმებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 533,015 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 24,095 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 124,387 პაციენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები