საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი უკვე 703-ს შეადგენს.
რაც შეეხება კორონავირუსის შემთხვევებს, დღეს დილით ადადასტურებული შემთხვევების რაოდენობა პორტალზე არ შეცვლილა და ის კვლავ 851-ს შეადგენს.
ამასთან კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.




























