მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო სამი პაციენტიდან, 2 კარანტინში იმყოფებოდა

5e75cfc96ac68
ინგა მურუსიძე
21.03.20 12:32
632
კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო სამი პაციენტიდან, 2 გორის სამხედრო ჰოსპიტალში კარანტინში იმყოფებოდა, - ამის შესახებ მედიას სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ერთი პაციენტი ახალგაზრდა ქალი, ხოლო მეორე ახალგაზრდა იუნკერია და ორივე მათგანს  საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

როგორც ბარლიანი ამბობს, ქალი 20 მარტს ჩამოვიდა ქვეყანაში და ამავე დღეს გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საკარანტინო სივრცეში. რაც შეეხება იუნკერს, ის საქართველოში საფრანგეთიდან 16 მარტს ჩამოფრინდა, ხოლო 18 მარტიდან კარანტინში იმყოფებოდა.

ჰოსპიტალის დირექტორის ინფორმაციით, ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 1 გამოჯანმრთელებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები