ციციშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში კორონავირუსის „დელტა შტამით" 3 თვემდე ასაკის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც bm.ge-ს "ევექსის" პრესსამსახურში განუმარტეს, ბავშვი, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იყო.
მათივე ცნობით, ბავშვი ციციშვილის კლინიკაში 1 ივლისს გადაიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფორმაციისთვის: ციციშვილის კლინიკაში ინფიცირებული სამი ბავშვი იყო მძიმე მდგომარეობაში, მათგან ორი გარდაიცვალა, ხოლო ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.