მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორონავირუსს საქართველოში კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა

60d6d2f76b71a
თამთა ჯიჯავაძე
26.06.21 11:09
391
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 754 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 937-ს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 705-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები