ახალი სტარტაპ ბიზნესი პარკი უნდა გაგაცნოთ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ოპერატორი ქართულ ბაზარზე მომხმარებელთა მომსახურების ავტომატიზაციის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. AI აგენტი სატელეფონო ზარებს ავტომატურად ამუშავებს, მომხმარებლებს წამებში პასუხობს და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. სისტემას ერთდროულად 1000-ზე მეტი ზარის მიღება და დამუშავება შეუძლია, რაც კომპანიებს მაღალი დატვირთვის პირობებშიც უწყვეტი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას აძლევს. AI ოპერატორი 24/7 რეჟიმში მუშაობს და მომხმარებლებთან ქართულ ენაზე კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მოქნილობაა. კომპანიებს შეუძლიათ აგენტის ხმის, ფუნქციონალის, დავალებებისა და სისტემური წვდომების საკუთარი საჭიროებების შესაბამისად მორგება.
ასევე, სისტემა ინტეგრირდება ორგანიზაციების არსებულ მონაცემთა ბაზებსა და შიდა სისტემებთან, რაც ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და მომხმარებელთა მომსახურების ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს. რა ტიპის კომპანიებისთვის შეიქმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ოპერატორი?
სტუმარი: გურამ მელიქიძე - „პერკი,“ თანადამფუძნებელი;


































