მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის მეზობლების ნებართვის გარეშე ყოლისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება

შინაური ცხოველები

კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის მეზობლების ნებართვის გარეშე ყოლისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება, - ამის შესახებ, შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტში წერია, რომელიც პარლამენტს გასული წლის ბოლოს წარედგინა და საკომიტეტო მოსმენები 26 თებერვლიდან დაიწყება.

კანონპროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ავტორების მოლოდინით, კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობას, დაარეგულირებს ცხოველთა სამართლებრივ სტატუსებს (პატრონიანი, უპატრონო, მიკედლებული), დაადგენს მათი კეთილდღეობის
უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, მათ შორის, მათი მიტოვების აკრძალვას, ასევე, ცხოველთან ერთად გადაადგილების დასაშვებ სტანდარტებს, მეპატრონეთა და მიმკედლებელთა ვალდებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, მოწესრიგდება შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, გამრავლებისა და რეალიზაციის პირობები.

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი მიღების შემთხვევაში 2025 წლის 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები