მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფცია არის, კორუფციაზე დაჭერილი არავინ მინახავს - გიორგი ბაჩიაშვილი

სასამართლო

დღეს, 25 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მასთან დაახლოებულმა პირმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძეს ვრცელი ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია რომ არის, საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა არავის იჭერენ კორუფციისთვის.

"რაც არის ცალსახა, ამ ქვეყანაში კორუფციაზე დაჭერილი ერთი კაცი არ მინახავს. ბევრი საუბრობს, რომ ებრძვის, მაგრამ რეალურად, კორუფცია არის; კორუფციაზე კი არავის იჭერენ.

ჩემგან რომ არ აქვთ ეს მწვანე შუქი ანთებული, ხომ ისედაც გასაგებია", - განაცხადა ბაჩიაშვილმა, ბრალდებულის სტატუსით პირველ ვრცელ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომრისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები