მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფცია კერძო სექტორში - პროკურატურის ანგარიში

კორუფცია

პროკურატურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს, გამოძიება კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 66 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.

ხოლო 2023 წელს ანალოგიური კატეგორიის დანაშაულზე გამოძიება 74 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა.

რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა მიმართაც 2024 წელს, კერძო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ასეთი 105 პირი იყო. 2023 წელს ამ კატეგორიის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 91 პირის მიმართ დაიწყო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ (მითვისება ან გაფლანგვა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) დანაშაულზე გამოძიება დაიწყო 47 საქმეზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლით გათვალისწინებულ კერძო სექტორში ჩადენილ კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო 11 საქმეზე.

2024 წელს, იგივე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 88 პირის მიმართ, ხოლო სსკ-ის 221-ე მუხლით გათვალისწინებულ კერძო სექტორში ჩადენილ კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე - 13 პირის მიმართ.

2024 წელს, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 87 პირის მიმართ, ხოლო 2023 წელს სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი ამ კატეგორიის დანაშაულში ბრალდებული 39 პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები