კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ეკონომიკური ოპერატორების როლის და ვალდებულებების დარეგულირებასაც.