მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოტეჯების მშენებლობაზე მოთხოვნა აჭარიდან, ყაზბეგიდან, რაჭიდან და გურიიდანაა“ – „დიდოსტატი“

63d13545c7dc4
თინათინ ნატმელაძე
28.01.23 22:00
955
ხის კოტეჯების მშენებლი კომპანიის დამფუძნებელი თინათინ სამყურაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ პანდემიის პერიოდში კოტეჯების მშენებლობაზე მოთხოვნა, ძირითადად, სააგარაკე ტერიტორიებზე იყო, ამჟამად კლიენტები ტურისტული ობიექტების მშენებლობით არიან დაინტერესებული.

„საკურორტო ზონებიდანაა ძირითადი მოთხოვნა: ესაა აჭარა, გურია, რაჭა, ყაზბეგი და ა.შ.

მშენებლობის საფასური მდებარეობის და პროექტის თავისებურების მიხედვით იცვლება. ამჟამად 1 კვ.მ-ის ღირებულება 1200-1300 ლარს შორის მერყეობს, 2021 წელს ეს საფასური 1100 ლარს არ სცილდებოდა.

ჩვენ მოგების მარჟის ხარჯზე ვცდილობთ, რომ შედარებით დაბალი ფასი შევინარჩუნოთ, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ გაძვირდა არამხოლოდ ხის მასალის ფასი, არამედ საწვავის, რკინის მასალის და ა.შ.“ - განაცხადა თინათინ სამყურაშვილმა.

მისივე ცნობით, ყველაზე პოპულარული 60 კვ.მ ფართობის კოტეჯებია, რომელსაც კომპანია 40 დღეში ამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები