მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KOTON: ტრაფიკების კლების მიხედვით ვამჩნევთ, რომ ხალხი თანხების დაზოგვას ცდილობს

62309f75a073e
ლიკა გურაბანიძე
20.03.22 20:10
1146
“კოტონში” 2022 წლის სეზონზე ფასების ცვლილება არ იგეგმება. როგორც  კომპანიის საოპერაციო მენეჯერი რუსუდან ჯანეზაშვილი აღნიშნავს, 2022 წლის სრული კოლექციის შეკვეთა გასულ წელს, იმ დროს დადგენილი კურსის მიხედვით უკვე მოხდა, შედეგად ფასების კორექტირებას არ გეგმავენ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამოსის ღირებულება არ შეცვლილა მაღაზიაში მომხმარებლების კლება შეინიშნება.

“ომის დაწყებამდე ორი კვირის პერიოდს თუ შევადარებთ, ომის შემდგომ ორ კვირას მომხმარებლების 5-7%-ით (იგივე რაოდენობით გაყიდვების კლება) ტრაფიკების კლების მიხედვით ვამჩნევთ, რომ ხალხი თანხების დაზოგვას ცდილობს. სამოსის და აქსესუარების ნაცვლად ურჩევნიათ, რომ პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები შეიძინონ”, - განმარტა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, თუ მარტის ბოლომდე ქართველ მომხმარებლებში შექმნილი ქაოტური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდება, შედეგად “კოტონის” მაღაზიები ტრაფიკების და გაყიდვების მიხედვით იანვარ-თებერვლის სამუშაო პერიოდს დაბრუნდებიან.

კოტონი” საქართველოს მასშტაბით ჯამში 150 ადამიანს ასაქმებს. მისი მაღაზიები თბილისში (შვიდი მაღაზია) ქუთაისში (ერთი მაღაზია) და ბათუმში (ერთი მაღაზია) მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები