მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და იმერეთშია

61bed7cf0ddc6
თამთა ჯიჯავაძე
19.12.21 10:55
499
დღეს, 19 დეკემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 380, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 116, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 160, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 114 საიდანაც:
• 5 779 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 329, აჭარაში - 534, იმერეთში - 1 220.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 426 პირი, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 124, იმერეთში - 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 31, იმერეთში - 33.
• 1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 - თბილისში, 257 - აჭარაში.
• 30 264 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 1.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 925 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები