კოვიდ-პასპორტის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გააჟღერა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.
„კოვიდ-პასპორტზე წინასწარი სამუშაო ჩვენთან დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგენთ ამ კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას, თუ როგორ მუშაობს ის. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობა გადაწყვეტს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა სავარაუდოდ, კოვიდ-პასპორტს მიიღებენ ადამიანები, ვინც აცრას ორჯერადად ჩაიტარებენ.




























