მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინაცია დასაშვებია 120 დღის შემდეგ - ჯანდაცვის სამინისტრო

6054998686296
ინგა მურუსიძე
19.03.21 16:40
1520
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინაცია დასაშვებია 120 დღის შემდეგ. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, აცრის წინ კორონავირუსზე ტესტირება არ ტარდება.

„ერთადერთი, რაც შეიძლება ვაქცინაციამდე გაკეთდეს, არის ალერგიის ანამნეზის შესწავლა - ადამიანს მანამდე თუ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია, თუ ჰქონია მძაფრი რეაქცია რაიმეზე და ა.შ. კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინაცია დასაშვები არის 120 დღის შემდეგ. აცრის წინ არც კორონავირუსზე ტარდება ტესტირება და არც ანტისხეულებზე - ამას არც ერთი პროტოკოლი და არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, რაც შეეხება კორონავირუსის უსიმპტომოდ გადატანის შემთხვევებს, ამ შემთხვევაში ვაქცინაციის ჩატარება-არჩატარების შესახებ პროტოკოლი არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები