მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდის გავრცელების კოეფიციენტის კლება ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება - ტიკარაძე

61444df80f340
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.21 12:17
748
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის კლება შეჩერებულია, მაშინ როდესაც წინა პერიოდში ეს მაჩვენებელი იკლებდა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ის რისკები დაასახელა, რომელმაც ამის გამო ეპიდვითარების გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს და მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„ამ ეტაპისთვის ეპიდვითარების მხრივ ინფიცირების მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაწესებული რეგულაცია მკაცრად იქნას აღსრულებული, ამაში ვგულისხმობ სოციალური ღონისძიებების გამართვას, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვანია მგზავრთა გადანაწილება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციების პროპორციული იყოს, რათა ინფექციის გავრცელების პროვოცირება არ მოხდეს.

საყურადღებოა, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც მნიშვნელოვნად იკლებდა და რის საფუძველზეც ჩვენს რეგულაციების შემსუბუქების დაწყების საშუალება მოგვეცა, ამ ეტაპისთვის გაჩერებულია ანუ მისი კლება დამატებით არ შეინიშნება. სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და სოლიდარობაა საჭირო იმ რეგულაციების მხრივ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაა მოწოდებული, რათა ამ ნიშნულზე არ გაჩერდეს ინფექციის კლება და ინფექციის ზრდის პროვოცირება არ მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები