მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KPMG: ევროპის ქვეყნებში არალეგალური თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი იზრდება

649f0fc345fcd
BM.GE
30.06.23 23:30
850
2023 წლის ივნისში საერთაშორისო ორგანიზაცია KPMG-მ თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის შესახებ ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს, დიდ ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, მოლდოვასა და უკრაინის ბაზრები გამოიკვლია.

შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში კონტრაბანდული თამბაქოს მოხმარების რაოდენობა იზრდება. 2022 წლის მონაცემების თანახმად, მოხმარებული არალეგალური თამბაქოს მაჩვენებელმა 35.8 მილიარდი სიგარეტის ღერი შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნების ბიუჯეტებისთვის თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი 11.3 მილიარდი ევროთი შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ზარალი საფრანგეთმა განიცადა. მასზე ევროკავშირში მოხმარებული კონტრაბანდული თამბაქოს 47% მოდიოდა, ანუ მხოლოდ საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტმა, არალეგალური ვაჭრობის შედეგად 7.25 მილიარდით იზარალა.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში კონტრაბანდული თამბაქოს მოხმარების ზრდა ფიქსირდება, 27-დან 21 ქვეყანაში სტაბილური ან კლებადი მაჩვენებელი ნარჩუნდება. კვლევის თანახმად, ევროკავშირის ბაზარზე (გარდა საფრანგეთისა) არალეგალური ვაჭრობის მაჩვენებლის საშუალოდ 7.5%-ით შემცირება ფიქსირდება. ამის მიზეზი კი ნიდერლანდებში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და რუმინეთში კონტრაბანდული თამბაქოს რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებაა. საინტერესოა ისიც, რომ პოლონეთსა და რუმინეთში არალეგალური თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი KPMG-ს კვლევების ისტორიაში უპრეცედენტოდ დაბალი იყო.

ამასთან, ორგანიზაციამ პირველად გამოიკვლია უკრაინისა და მოლდოვას ბაზრებიც. მიღებული შედეგების თანახმად, უკრაინაზე კონტრაბანდული სიგარეტის 7.4 მილიარდი ღერი მოდის, რის გამოც ის 32 ქვეყანას შორის არალეგალური თამბაქოს ვაჭრობის მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილს იკავებს. მესამე ადგილზე კი დიდი ბრიტანეთია, სადაც არალეგალური თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 5.9 მილიარდ ღერს უტოლდება.


ინფორმაციისთვის, საქართველოში უაქციზო სიგარეტების მოხმარების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მაგალითად, 2022 წელს, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 3 000 000 ლარის ღირებულების 587 655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი იქნა ამოღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები