მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრაკოვში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა - რა რაოდენობა ღვინოს ვყიდით პოლონეთში?

ღვინო

ქალაქ კრაკოვში, ხელოვნების გალერეა „Bunkier Sztuki"-ის 60 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება უწყების და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ორგანიზებით გაიმართა,

"ღონისძიებას 400-მდე სტუმარი, ხელოვნების, ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო. დეგუსტაციის პარალელურად მოეწყო ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის ამსახველი საინფორმაციო სტენდტი, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდს უწყობს ხელს", - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოფიციალური მონაცემებით, წელს, 8 თვეში ღვინის ექსპორტი პოლონეთში გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველომ პოლონეთში 4 693 829 ლიტრი ღვინის გაყიდვით $11.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში პოლონეთში ექსპორტირებული 4 081 794 ლიტრი ღვინის ღირებულება $10 მილიონი იყო.

საქართველოდან პოლონეთში ღვინის ექსპორტი 14%-ით, ხოლო მოცულობაში 15%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ზოგად სურათს, ქვეყნიდან ღვინის ექსპორტი შემცირდა. წელს, 8 თვეში (იანვარ-აგვისტოში) საქართველოდან 165.5 მილიონი დოლარის ღირებულების 56 269 343 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. გასულ წელს, ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე რეალიზებული 67 604 217 ლიტრი ღვინის ექსპორტიდან $196.6 მლნ-ის შემოსავალი ჰქონდა მიღებული. რაც ნიშნავს იმას, რომ ღვინის ექსპორტი წელს 8 თვეში 15.7%-ით შემცირდა.

საქართველოსთვის ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს რუსეთია, სადაც საქართველომ 37 503 646 ლიტრი ღვინო, $103.3 მლნ-ად გაყიდა.

საქართველოსთვის ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრების TOP 10 ასეთია:

  1. რუსეთი - $103.3 მლნ, 37 503 646 ლიტრი;
  2. პოლონეთი - $11.5 მლნ, 4 693 829 ლიტრი;
  3. უკრაინა - $ 8.2 მლნ, 2 963 453 ლიტრი;
  4. ჩინეთი - $6.4 მლნ, 2 020 140 ლიტრი;
  5. ყაზახეთი - $5.9 მლნ, 1 782 419 ლიტრი;
  6. ბელარუსი - $5.5 მლნ, 1 995 600 ლიტრი;
  7. აშშ - $ 4 მლნ, 644 683 ლიტრი;
  8. გერმანია - $3.6 მლნ, 790 029 ლიტრი;
  9. ლატვია - $ 3 მლნ, 793 714 ლიტრი;
  10. ლიეტუვა - $1.7 მლნ, 499 471 ლიტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები