მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კრედექსს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა

კრედექსი
14.03.25 17:52
241
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექს“-ს (ს/კ: 400058030) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი“-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭაბუკიანის ქუჩა N7 (სააკაძის მოედნის მიმდებარედ). ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია ლიკვიდაციის პროცესშია. 2023 წელს მისო "კრედექსის" საპროცენტო შემოსავალი 672 ათასი ლარი იყო, ხოლო მისო-ს წმინდა მოგებამ 148 ათასი ლარი შეადგინა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისოს სამი აქციონერი ჰყავდა - სოფიო დევდარიანი 40%; ნატალია კეკელიძე 30%; ზურაბ ახალაია 30%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები