სს მისო „ჯი-აი-სი“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოსცა.
სებ-ის ინფორმაციით, სს მისო „ჯი-აი-სი“-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სს მისო „ჯი-აი-სი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
- უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სს მისო „ჯი-აი-სი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
სებ-ის თანახმად, ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. N96, ბ.1 (ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: [email protected]). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.



























