მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად დამატებითი პროგრესია საჭირო - EU-ს გაფართოების ანგარიში

ეროვნული ბანკი

ევროკომისია საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით დამატებითი პროგრესის საჭიროებას ხედავს. ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

"საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ძირითადი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც შესაბამისობაშია ევროკავშირის მონეტარული პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოსთან.

2026 წლის მარტში მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციების შესაბამისად, რომელთა მიზანია ბანკის პრეზიდენტს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება. ასევე, ხელახლა განისაზღვრა ზედამხედველობის შესაბამისი სფეროები და დაიხვეწა სებ-ის პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურები.

თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და სებ-ის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, დამატებითი პროგრესია საჭირო საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გაუმჯობესებისა და კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების მოდელის დანერგვის მიმართულებით",- წერია ანგარიშში.

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები