მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრედო ბანკსა და EBRD-ს შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული 40 მილიონი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა

კრედო ბანკი
04.06.26 12:15
200

კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ზრდის მხარდასაჭერად, 40 მილიონი დოლარის (108 მილიონი ლარის) მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ტრანზაქცია მიზნად ისახავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, კონკურენტუნარიანობის გაძლიერებასა და ქალ მეწარმეთა განვითარებას.

მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნული 40 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციით ვაგრძელებთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც ჩვენს მომხმარებელთა ძირითად სეგმენტს წარმოადგენენ. აღნიშნული უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ დაფინანსებას, ამასთანავე, მათი ბიზნესების განვითარებასა და მდგრადობას. მსურს მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის,“ განაცხადა ზაზა ფირცხელავამ, კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მცირე ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას იქ, სადაც აღნიშნულის ყველაზე დიდი საჭიროებაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში მოქმედ ბიზნესებსა და ქალ მეწარმეებში,“ განაცხადა ალკის დრაკინოსმა, კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc.

1996 წელს საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) ქვეყნის 318 პროექტში 5.79 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული, რითაც მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები