კრემლი ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილს. კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, საჭიროა ექსპერტიზა, მათ შორის გენეტიკური ანალიზი, რაც ჯერჯერობით დასრულებული არ არის.
როგორც რუსული სააგენტო Tass წერს, პესკოვს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს პრიგოჟინის დაღუპვა თუ დადასტურდა დაესწრება თუ არა მის დაკრძალვას ვლადიმერ პუტინი, ამაზე პესკოვმა თქვა, რომ ჯერ ექსპერტიზის ჩატარებაა საჭიროა და ამ ეტაპზე ამ საკითხზე ვერაფერს იტყვის.
თვითმფრინავი, რომლითაც 10 ადამიანი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი მგზავრობდა 23 აგვისტოს ჩამოვარდა. სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ცხედარი და ამჟამად მათი ექსპერტიზა მიმდინარეობს. „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელიც მოსკოვი-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქში ჩამოვარდა.