მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უნდა დავასანქციროთ" - ბრიტანელი პარლამენტარი

ბრიტანეთი

ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 10 აპრილს "ქართული ოცნების" ძალოვნების დასანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრიტანეთმა მეტი უნდა გააკეთოს საქართველოში დემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად.

"მიმდინარე კვირაში ევროპის საბჭოს ვესაუბრე გადაუდებელ აუცილებლობაზე, შემოგვეღო ძლიერი სანქციები საქართველოში პროდემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად. ამიტომ მთავრობისგან [დასანქცირების შესახებ] მოსმენა შესანიშნავი სიახლეა. თუმცა კვლავ გვჭირდება რომ მეტი გავაკეთოთ, უნდა დავასანქციროთ კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი", - წერს მაკკლირი X-ზე.

ცნობისთვის, 10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფრსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. მანამდე, 2 აპრილს ბრიტანეთმა მაღალი დონის კორუფციაში ჩართულობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესა მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები