მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინის EU-ში გაწევრება, მისი სუვერენული უფლებაა

დმიტრი პესკოვი

ევროკავშირში უკრაინის შესვლა ოფიციალური კიევის სუვერენული უფლებაა, რამდენადაც საუბარია ეკონომიკურ და არა სამხედრო გაერთიანებაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა. საუბარია ინტეგრაციულ, ეკონომიკურ პროცესებზე, და აქ, რა თქმა უნდა, არავის არ შეუძლია რომელიმე ქვეყანას რაიმე უკარნახოს. მაგრამ ჩვენ სულ სხვა პოზიცია გვაქვს საკითხების მიმართ, რომელიც უსაფრთხოებას, თავდაცვისა თუ სამხედრო ალიანსებს ეხება. იქ უკვე სხვა საკითხი დგას და ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი“, - განაცხადა პესკოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები