მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოაქტივებით ჩვენმა შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა - ერიკ ტრამპი

ერიკ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა, ერიკ ტრამპმა განაცხადა, რომ კრიპტოაქტივებით ოჯახის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. როგორც ერიკი განმარტავს, მათ ძირითადი აქტივები NFT-ში, ე.წ. მიმ ქოინებსა და ბლოკჩეინთან დაკავშირებულ კომპანიებში ჰქონდათ. ტრამპის შვილის თქმით, შემოსავლის ყველაზე დიდი ნაწილი პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილ ტოკენს, World Liberty Financial-ზე მოდი, რომელმაც წლის განმავლობაში აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან $550 მილიონის ინვესტიციები მოიზიდა. ერიკ ტრამპის თქმით, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო Bitcoin-ების მაინინგიც.

დონალდ ტრამპის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ გზით პრეზიდენტისა და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლები ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავს და გამოძიებას საჭიროებს. მათი განმარტებით, ტრამპი პიროვნულ თუ პოლიტიკურ გავლენებს ბოროტად იყენებს და ინდუსტრიაზე გავლენას ახდენს. რაც შეეხებათ ტრამპის მომხრეებსა და მოკავშირეებს, ისინი კრიპტოაქტივებით შემოსავლის მიღებას ლეგიტიმურ ბიზნესად მიიჩნევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები