Circle Internet Group-ის აქციონერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებულ კრიპტოკომპანიას ფედერალურ სასამართლოში უჩივლეს.
მოსარჩელე მხარე პრეზიდენტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დაკავშირებული ორმაგი გარიგებით პირადი ფინანსური სარგებლის მიღებასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო დავა უშუალოდ დონალდ ტრამპისა და მისი შვილების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას, World Liberty Financial-ს უკავშირდება. სარჩელის ავტორების მტკიცებით, პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციის იმ მუხლს, რომელიც ამერიკელ მაღალჩინოსნებს უცხო ქვეყნის მთავრობისგან კონგრესის თანხმობის გარეშე ფინანსური სარგებლის მიღებას უკრძალავს.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამერიკის ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის მსგავსი ფორმით არ გამოუყენებია და პრეზიდენტი ტრამპი ამის დამალვასაც კი არ ცდილობს.
რაც შეეხება საპასუხო პოზიციას, ბრალდებებს World Liberty Financial-ში უკვე გამოეხმაურნენ. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოქმედ კანონსა და რეგულაციას სრულად იცავს და პრეზიდენტი ტრამპი ბრძოლას სასამართლოში აუცილებლად გააგრძელებს.
























