მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა საკუთარი მიმკოინის ინვესტორებისთვის დახურული ვახშამი გამართა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გოლფ-კლუბში TRUMP-ის მიმკოინის მსხვილი მფლობელებისთვის რიგით მესამე დახურული ვახშამი გამართა.

ტრამპმა კრიპტოვალუტების მხარდაჭერა შეერთებული შტატების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდის სურვილით ახსნა და აღნიშნა, რომ ამერიკის ჩამორჩენის შემთხვევაში ამ სფეროში ლიდერობას ჩინეთი მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება შარშანდელ პირველ ვახშამთან შედარებით, ბევრად მოკრძალებული გამოდგა. Reuters-ის ინფორმაციით, სიაში მოხვედრილი 130 ინვესტორის კრიპტოაქტივების ჯამურმა ღირებულებამ მხოლოდ $8.6 მილიონი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის მაისში 220 მონაწილე $148 მილიონის კოინებს ფლობდა.

ინვესტორთა ქონების შემცირება და ინტერესის კლება ტოკენის რეკორდულ გაუფასურებას უკავშირდება, რომლის ფასიც $74 დოლარიდან დაახლოებით 99%-ით დაეცა. ამის მიუხედავად, ფინანსური დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს ტრამპმა ციფრული აქტივებიდან $2.2 მილიარდზე მეტის შემოსავალი გამოიმუშავა.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეაქციას, დემოკრატებმა პრეზიდენტი თანამდებობის პირადი გამდიდრების მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულეს და ინტერესთა კონფლიქტის გამოძიება მოითხოვეს. თეთრი სახლი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს კერძო ღონისძიებაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან რაიმე პრივილეგიების მიღებას არ გულისხმობს.

ცნობისთვის, ტრამპმა საკუთარი სახელის მიმკოინი 2025 წლის 17 იანვარს გამოუშვა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებას უკავშირდებოდა. ყველა, ვინც ეს მიმკოინი შეიძინა, დღეს ზარალზეა, რადგან მას არავითარი ტექნიკური დანიშნულება და ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები