საერთაშორისო კრიპტობირჟა Kraken-ს, რომელიც Binance-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია, უოლ-სტრიტზე, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დებიუტი სურს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ უკვე მიმართა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოს IPO-ზე გასვლის მოთხოვნით, რომელიც 2026 წლის პირველ ნახევარში უნდა შედგეს.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომპანიის კერძო შეფასება 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ IPO-ს მინიმალური მოცულობა სწორედ ეს იქნება.
თუკი Kraken-ი მარეგულირებლისგან დალისტვის უფლებას მიიღებს, მაშინ ის ისტორიაში მეორე კრიპტობირჟა გახდება, რომელიც უოლ-სტრიტზე გამოჩნდება. პირველი, ცხადია, Coinbase-ი იყო, რომლის IPO ინდუსტრიისათვის ისტორიული მოვლენა იყო და ის 2021 წელს შედგა.




























