კრიპტოვალუტა და მასთან დაკავშირებული ტერმინები სიახლე უკვე არავისთვის არ არის. ალბათ ბიტკოინიც და მასთან დაკავშირებული ფრაზა, ბიტკოინი გაფრინდა, ერთხელ მაინც გექნება გაგონილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოს ფასი ძალიან გაიზარდა.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა მართლაც არაერთხელ გაფრინდა, გაიზარდა აქტივის ღირებულება და მისი მფლობელები გაახარა. წლიდან წლამდე ბიტკოინი ფასის ახალ რეკორდს ხსნიდა და გამონაკლისი არც მიმდინარე წელი აღმოჩნდა, როდესაც მარტში კრიპტოს ფასმა $73,000-იან ნიშნულს პირველად გადააბიჯა და ისტორიის ახალი ფურცელიც დაწერა.
ფასის ყოველი ახალი რეკორდის დაფიქსირებისას მუდმივად გვესმის და მრავალი ჩვენგანის გონებაში გაუვლია აზრს - “ნეტავ მეყიდა, ან ნეტავ დროულად მეყიდა”. შემდეგ კი მიდის კალკულაციები, რამდენი მექნებოდა ადრე რომ მეყიდა და ახლა მქონოდა?! - რასაც, როგორც წესი სინანული და სევდანარევი “ეჰ” მოჰყვება ხოლმე.
თუმცა გვიანი არც ახლაა! “კრიპტოები მიფრინავენ” და ისტორიული გამოცდილებაც ამას ადასტურებს, რომ მიუხედავად მერყეობისა და ვარდნებისა, ტენდენცია მაინც აღმავალია.
სწორედ ამიტომ, Cryptal-მა გადაწყვიტა ამ ყველაფრის გაერთიანება ახალ კამპანიაში - “კრიპტოები მიფრინავენ” და ამ პოზიტიური მესიჯით შეგვეხსენებინა ფართო აუდიტორიისთვის, რომ კრიპტო აქტივები კვლავაც ზემოთ მიიწევენ და აჩენენ ახალ შესაძლებლობებს. სფერო ინოვაციურია და უფრო და უფრო მკვიდრდება ყოველდღიურობაშიც. კამპანიაც მიზნად ისახავს, მოუწოდოს ხალხს, რომ აღარ ჩამორჩნენ ამ ყველაფერს. შედეგად, ყველასათვის ნაცნობი თამაშის „წეროების“ ინსპირაციით, დაიბადა ეს მარტივი გზავნილი - „კრიპტოები მიფრინავენ“.
Cryptal-ის კამპანიის მიზანია, გაზარდოს ხელმისაწვდომობა კრიპტო აქტივებზე და აამაღლოს ცნობიერება ამ ინდუსტრიის მიმართ ცოტა განსხვავებული და პოზიტიური გზავნილით. თანაც ისე, რომ მოცულ იქნას მაქსიმალურად ბევრი შეხების წერტილები მასობრივ აუდიტორიასთან. შედეგად, კამპანიის მთავარ მედიუმად გარე რეკლამა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეირჩა, ისევე როგორც ციფრული მედია, რათა, რაც შეიძლება მეტ ადამიანმა გაიგოს, რომ „კრიპტოები მიფრინავენ“. კამპანია რამდენიმე თვეს გასტანს და მოიცავს როგორც თბილისს, ასევე ბათუმსაც. ასევე, კამპანიის ფარგლებში შეიქმნა მცირე სახალისო თამაში, რომელშიც ასევე, “მიფრინავენ კრიპტოები”.
რა უნდა ქნა, რომ შემდეგ კრიპტო გაფრენას ანუ ფასების ზრდას არ ჩამორჩე?
კრიპტო მოულოდნელი და სიურპრიზებით სავსე ინდუსტრიაა. მიუხედავად იმისა, რომ გაფრენამდე გარკვეული ნიშნები ყოველთვის არსებობს, რაც მოსალოდნელი ფასის ზრდის შესახებ გვაუწყებს, მაინც ბუნდოვანი და უცნობია, თუ როდის გაიზრდება რომელიმე ციფრული აქტივის თუ ზოგადად ბაზრის ღირებულება.
სწორედ ამიტომ, შენ მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყო, რომ მომდევნო კრიპტო გაფრენას მომზადებული შეხვდე ან შენთვის სასურველ დროს ხელი მიგიწვდებოდეს ქოინებსა და ტოკენებზე.
ამისათვის საჭიროა შექმნა შენი კრიპტო ანგარიში, რომლის წყალობითაც სასურველი ციფრული აქტივის ყიდვას შეძლებ დაუბრკოლებლად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. Cryptal.com კი, ამისათვის იდეალური გარემოა, რადგან გამოცდილ თუ დამწყებ ადამიანის ერთნაირად მარტივად ეძლევა კრიპტო მოგზაურობაში ჩართვის საშუალება.
Cryptal-ზე სიმარტივის გარდა, შენთვის სასურველ ყველა პოპულარულ კრიპტოვალუტას შეხვდები, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი, მიმქოინები თუ სხვა ნებისმიერი აქტივი.
გარდა ამისა, პლატფორმაზე მარტივად შეგიძლია ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო შესაბამისი რაოდენობის კრიპტოში გადაცვალო ზედმეტი პროცედურების გარეშე, ამისათვის კი განსაკუთრებული ცოდნა სულაც არ გჭირდება.
კრიპტალზე ყველა ის პირობა დაგხვდება, რომელიც წარმატებული, კომფორტული და მოსახერხებელი კრიპტო მოგზაურობისთვის შეიძლება დაგჭირდეს.
H3: რა მოხდება კრიპტო ბაზარზე, ანუ რას ველოდოთ სამომავლოდ?
როგორც ვახსენეთ, კრიპტო სიურპრიზებით სავსე ინდუსტრიაა და დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, როდის გაიზრდება ბიტკოინის ფასი, ან როდის გაფრინდება სხვა კრიპტოვალუტები.
თუმცა, თუ ისტორიულ მონაცემებს, ფასის დინამიკასა და ზოგად ტენდენციას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ინდუსტრია სტაბილურად იზრდება, ქოინებსა და კრიპტოებზე ფასი მუდმივად იმატებს და კრიპტოებიც მუდმივად მიფრინავენ!
ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია არის ის, რომ მომზადებული დავხვდეთ კრიპტოს სეზონს, რათა კიდევ არ ჩამოვრჩეთ ახალ სიმაღლეებსა და მწვერვალებს, რომელსაც ბიტკოინი თუ სხვა კრიპტოვალუტები მუდმივად იპყრობენ.