მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოინდუსტრიაში შიშმა დაისადგურა — Fear & Greed Index-მა ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა

კრიპტოვალუტები

კოლოსალური ზრდის შემდეგ, გლობალური კრიპტოინდუსტრია შიშმა მოიცვა. თუკი დეკემბრის შუა რიცხვებში, კრიპტოინდუსტრიის ჯამური კაპიტალიზაცია $3.72 ტრილიონი იყო, დღეს მისი მაჩვენებელი $2.64 ტრილიონია, რაც ნიშნავს, რომ არასრულ ოთხ თვეში ბაზრიდან ერთ ტრილიონ დოლაზე მეტი გავიდა, ხოლო კაპიტალიზაციამ 29%-ით იკლო. ამასთან, მკვეთრად იკლო ბიტკოინის ფასმა, რომლის ფასი ისტორიული რეკორდის დაფიქსირების შემდეგ $80,000-იან ნიშნულამდე შემცირდა.

ფასების მკვეთრი კლების და ბაზარზე არსებული ვოლატილობის ფონზე, შიშის და სიხარბის ინდექსი, რომელიც ბაზარზე არსებული განწყობების ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია, ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. დღეს, Fear & Greed Index-ის მაჩვენებელი 17-ის ტოლია, რაც ინდექსის შექმნის შემდეგ არასდროს დაფიქსირებულა და ბაზარზე არსებულ უკიდურეს შიშზე მიუთითებს.

კრიპტოინდუსტრიის ბოლოდროინდელი დაღმასვლა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორისაა გლობალურ გეოპოლიტიკაში არსებული გაურკვევლობა და საბაზო ეფექტი. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, კრიპტოვალუტების ფასმა მკვეთრად იმატა, მაგრამ პრეზიდენტის მთავარი დაპირებები, რომელთა შორის უპირატესი რუსეთ-უკრაინის ომის და ისრაელი-ჰამასის ომების დასრულება იყო, ჯერ არ შესრულებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები