რა ვითარებაა სვანეთში და რა პირობებში უწევთ მუშაობა სვანურ ბიზნესებს, მაშინ როცა ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მაინერების მფლობელებს, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.უწყება ამბობს, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება და მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება.
სტუმარი: ლევან დადვანი - სასტუმრო "ლაჰილის" მფლობელი