მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტა Terra/Luna-ს დამფუძნებელი სასამართლომ თაღლითად ცნო

დო კვონი

კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორი და პროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელი, დო კვონი ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ დამნაშავედ და თაღლითად ცნო. მას ბრალად ედება ინვესტორებისთვის 50 მილიარდი დოლარის მოცულობის ზარალის მიყენება.

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ გამოძიებამ მიმდინარეობს: ფულის გათეთრების, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელების, ინვესტორების მოტყუების და მომხმარებლების აქტივების უკანონოდ მიტაცების ბრალდებით.

შეიძლება ითქვას, რომ დო კვონს დაახლოებით იგივე ბედის გაზიარება ელის, რაც FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს მოუწია, რომელსაც 25 წლით პატიმრობა მიესაჯა.

Terra/Luna-ს კოლაფსი კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო, რომელმაც რამდენიმე მილიონ მომხმარებელს მიაყენა ზიანი. სასამართლოს დასკვნით, Terra/Luna თავისი არსით ფინანსური პირამიდა იყო, მისი დამფუძნებლები კი თაღლითები იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები