მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრიშტიანუ რონალდუ “ალ-ნასრთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

კრიშტიანუმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ “ალ-ნასრთან” საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს. ინფორმაციას არაბული გამოცემა Al Khoubar ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება ოფიციალურ სახეს მალე მიიღებს.

გავრცელებული ცნობებით, რონალდუ კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და წლიურად ხელფასის სახით 180-დან 200 მილიონ ევრომდე მიიღებს. ეს თვეში დაახლოებით 15.25 მილიონი ევროა, კვირაში 3,8 მილიონი, ხოლო დღეში 550 ათასი ევრო.

ამ შეთანხმებით რონალდუ ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენის სტატუსს კვლავ შეინარჩუნებს, რომლის სათავეშიც ბოლო 10 წელიწადში 6-ჯერ მოექცა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ თანხიდან 60 მილიონზე მეტს პორტუგალიელი საიმიჯო უფლებებიდან და სპონსორებისგან იღებს.

ამ გადაწყვეტილებით რონალდუმ ხაზი გაუსვა თავის სურვილს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშთან დაკავშირებით, რა დროსაც 41 წლის იქნება. ამავდროულად მის მიზანს 1000-გოლიან ნიშნულზე ასვლაც წარმოადგენს, რასაც 65 გოლი აშორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები