მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრიშტიანუ რონალდუმ ლისაბონთან ახლოს 30 მილიონ ევროდ შეფასებული სასახლე აიშენა

კრიშტიანუ რონალდუ სასახლე

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთში იმდენად დიდი თანხა გამოიმუშავა, რომ ცოტა ხნის წინ პორტუგალიაში მისი სახლის მშენებლობა დასრულდა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 30 მილიონი ევრო დაჯდა.

სამუშაოები ლისაბონიდან 48 კილომეტრ მანძილზე დაშორებულ საკურორტო სანაპიროზე სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველაფერი იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ სახლს სასახლეც შეიძლება ეწოდოს.

კრიშტიანუს განკარგულებაში იქნება მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის მშენებლობაც 14 მილიონამდე დაჯდა. სასახლეშია რვა საძინებელი, გიგანტური შუშის აუზი წყალქვეშა ბილიკით, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი გათბობა, სპორტდარბაზი, დახურული და ღია საცურაო აუზები, მასაჟის ოთახი და კინოთეატრი.

რონალდუს ხუთ შვილს ექნება საკუთარი სათამაშო მოედანი, ხოლო მას და მის საცოლე ჯორჯინას კერძო დასასვენებელი პლაჟი. სასახლე ასევე გამოირჩევა მყარი ოქროს ონკანებით, იტალიური მარმარილოთი და სპეციალურად კრიშტიანუსთვის და მისი საცოლისთვის დამზადებული Louis Vuitton-ის ფრესკით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები