მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრისტალმა“ 25 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

BM.GE
10.02.23 16:58
316
სტატიაში საუბარია:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა ლარის ობლიგაციები განათავსა. გალტ & თაგარტის მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით, გამოშვებული ობლიგაციები საფონდო ბირჟაზე დაილისტება. ორწლიანი გენდერული ობლიგაციების ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი 6.25 მილიონ ლარი. კრისტალის გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათის ატარებს და მის მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ობლიგაციები მიმართულია ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები