მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტალმა და Symbiotics Investments-მა 10 მლნ დოლარის მოცულობის სოციალური ობლიგაციები გამოუშვეს

6318670202f52
BM.GE
07.09.22 13:48
483
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ და Symbiotics Investments-მა ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გააღარმავეს და 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სოციალური ობლიგაციები გამოუშვეს.

სოციალური სესხები მთლიანად ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, მცირე ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების დაფინანსებას მოხმარდება. პროდუქტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას, გაზრდის ხელმისაწვდომობას ისეთ სასიცოცხლო მომსახურებებზე, როგორებიცაა განათლება, ჯანმრთელობა და ფინანსური სერვისები.
ამას გარდა, Symbiotics Investments-თან ახალი პარტნიორობა და სოციალური ობლიგაციების გამოშვება კიდევ უფრო გააძლიერებს „კრისტალის“ ლიკვიდურობას და გაამრავალფეროვნებს გარემოს, რომელიც საქართველოში დაკრედიტების თვალსაზრისით არსებობს.

როგორც „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია აღნიშნავს, „კრისტალსა“ და Symbiotics Investments-ს თითქმის 8-წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. მოხარულები ვართ, რომ ამ ახალი შესაძლებლობით კიდევ ერთხელ ვახდენთ მეწარმეობისა და მომხმარებლების სოციალური განვითარების მხარდაჭერის დემონსტრირებას. „კრისტალი“ ხაზს უსვამს, რომ კვლავაც მდგრადი დაფინანსების, ეკოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით სასარგებლო სესხების ხელშემწყობი კომპანიაა“.

Symbiotics-ის რეგიონული მენეჯერი სოფია ტულუპოვა აცხადებს: „გვეამაყება, რომ „კრისტალთან“ მრავალწლიან პარტნიორობას ადგილობრივი ვალუტის სოციალური ობლიგაციების გამოშვებით ვაძლიერებთ და ეს ობლიგაციები საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობაზეა მიმართული. ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახლა, როცა მთლიანად რეგიონისა და განვითარებადი ბაზრებისთვის გამოწვევებით სავსე პერიოდია. იგი ხაზს უსვამს ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას, რომელიც ინვესტიციებზე გავლენის მოხდენას გულისხმობს“.

კრისტალისა და Symbiotics თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო. ამ ხნის მანძილზე ჯამში 17 ტრანზაქცია განხორციელდა და კომპანიამ 26 მლნ დოლარი მოიზიდა.

Symbiotics წარმოადგენს ბაზარზე წვდომის წამყვან პლატფორმას გავლენის მქონე ინვესტიციებისთვის, რომლებიც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების კერძო ბაზრებზეა მიმართული. ჯგუფის მომსახურებები აერთიანებს ინვესტიციებს, აქტივების მართვასა და შესაძლებლობების გაფართოების სერვისებს. 2005 წლიდან Symbiotics Investments-მა 7100-ზე -ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც 94 ქვეყანაში 541 კომპანიის 7,5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტით დაფინანსებას მოიცავს.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები