მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალმა" საბანკო სერვისების მიწოდება დაიწყო - როგორია შედეგები/გეგმები?

მელანია კუჭუხიძე

16 ივნისიდან "კრისტალმა" საბანკო სერვისების მიწოდება დაიწყო. მიკრობანკად ტრანსფორმაციის პროცესსა და გეგმებზე "საქმიან დილაში" კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, მელანია კუჭუხიძემ ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, "კრისტალი" ბაზარზე დეპოზიტების მიმართულებით მაღალი საპროცენტო განაკვეთით შევიდა.

ამასთან, მელანია კუჭუხიძე ამბობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით კომპანიისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვა შედარებით ძვირი იყო, ამიტომ, ამოცანა შედარებით იაფი რესურსით ჩანაცვლებაა.

"დაგვემატა ახალი პროდუქტების არასაკრედიტო მიმართულებით. ამ ნაწილში მოხდა ჩვენი ფოკუსი და გაფართოება - მიმდინარე ანგარიშები, გადარიცხვების სერვისი, დეპოზიტები. ბაზარზე შესვლის სტრატეგიად დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი ავიღეთ. ბანკებზე 2.5-3%-ით მეტი გვაქვს შეთავაზება ამ ეტაპზე და ეს 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ჩვენი ბანკად ტრანსფორმაცია განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენი რესურსების ფასი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მაღალი იყო. სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ჩვენი რესურსები გაგვეიაფებინა და მომხმარებლისთვის სესხები უფრო დაბალ პროცენტში შეგვეთავაზებინა",- ამბობს მელანია კუჭუხიძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს მალე შესთავაზებს პლასტიკურ ბარათებსაც და ასევე, მუშაობს ფაქტორინგის მიმართულებით.

"თითქმის გასული ვართ ბოლოში, უახლოესი ერთი კვარტალის ფარგლებში სადებეტო პლასტიკური ბარათების შეთავაზება იქნება პირველ ეტაპზე. ასევე, ფაქტორინგის და გარანტიების მიმართულებით მიდის მუშაობა. პრინციპში, ამით საბაზისო პროდუქტები შექმნილია",- ამბობს "კრისტალის" კომერციულმა დირექტორი.

ცნობისთვის, "კრისტალმა" მიკრობანკის ლიცენზია მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო, 16 ივნისიდან კი საბანკო პროდუქტების შეთავაზება დაიწყო. სებ-ის მონაცემებით, 5 თვეში კომპანიის მოგებამ 6.240 მლნ შეადგინა. გასულ თვეში Fitch Ratings-მა “კრისტალის” საკრედიტო რეიტინგი 'B' სტაბილურ დონეზე შეაფასა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები