ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტმა, Universal-მა კრისტოფერ ნოლანის ფილმის, "ოდისეას" ბილეთების გაყიდვით პირველ 4 დღეში უკვე $264.1 მილიონი მიიღო.
მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში კინოგაქირავებამ კომპანიას $124.5 მილიონი გამოუმუშავა. ხოლო კინოსურათის საერთაშორისო ჩვენებებიდან მიღებულმა სარგებელმა კი უკვე $139.6 მილიონს მიაღწია.
Rentrak-ის მონაცემებით, დროის ასე მცირე მონაკვეთში დაფიქსირებული ეს მაჩვენებელი რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში საუკეთესო შედეგია. როგორც კვლევით ორგანიზაცია განმარტავენ, განსაკუთრებით შემოსავლიანი ის კინოთეატრები აღმოჩნდა, სადაც ნოლანის ფილმები სრული რეზოლუციით, IMAX-ის კამერებისთვის განკუთვნილ ეკრანზე უჩვენეს. ცალკეულად ამ მხრივ შემოსავალმა ჩრდილოეთ ამერიკაში $30 მილიონი შეადგინა.
რაც შეეხება მაყურებელთა შესახებ ზოგად ინფორმაციას, კინოთეატრებში აუდიტორიის ნახევარს 18-დან 34 წლამდე ასაკის ახალგაზრდები შეადგენდნენ.

























