მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიტერიუმები "შემოქმედებითი ევროპის" დაფინანსების მისაღებად

60a55004045a5
ნუცა ბაზლიძე
11.05.21 10:24
631
"შემოქმედებითი ევროპა“ ევროკავშირის 7-წლიანი პროგრამაა, რომელიც კულტურისა და მედიის სექტორებს აფინანსებს. ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკის ხელმძღვანელმა ქეთევან შენგელიამ ისაუბრა. 

მან განმარტა, თუ რა ძირითადი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო იმისთვის, რომ ხელოვნების სექტორთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მიიღონ. 

„ორგანიზაცია 2 წლის განმავლობაში მაინც უნდა არსებობდეს, საჭიროა ჰქონდეს მინიმალური კონცეფცია მაინც, წესდებაში რაღაც მაინც უნდა ეწეროს კულტურაზე და ის უნდა ერგებოდეს ევროპული კულტურის პოპულარიზაციას. ჩვენ ვეხმარებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ვაყენებთ სწორ გზაზე და ვაკავშირებთ ევროპელ პარტნიორებთან“, - აღნიშნავს ქეთევან შენგელია. 

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში  5 წლის განმავლობაში საქართველოში 31 პროექტი დაფინანსდა, რაც თანხობრივად, მილიონ-ნახევარი ევროს შეადგენს. 

„პროგრამა პროექტებს 100%-ით არ აფინანსებს, თუმცა საკმაოდ დიდ პროცენტს გასცემს, 70%-ს პრეფინანსირებით, დამატებითი საგარანტიოების გარეშე და ა.შ“, - განმარტავს ქეთევან შენგელია. 

რაც შეეხება მედიის მიმართულებას, ის აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოში დაფინანსების 14 სქემიდან, წვდომა მხოლოდ 4 მათგანზეა. 

„ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ არ ვაკმაყოფილებთ ევროკავშირის აუდიო-ვიზუალურ დირექტივას. აქ იგულისხმება სხვადასხვა პირობები: Stream Sharing-ის პლატფორმები, პირატობის კანონი და ა.შ. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, არის ახალი კანონმდებლობის „დრაფტ“ ვერსია, რომელიც შევიდა პარლამენტში და რამდენიმე წელია მიმდინარეობს განხილვა“, - აცხადებს ქეთევან შენგელია.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები