მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დედოფლისწყაროში საკონდიტრო საწარმოს სესმა მუშაობა შეუჩერა

ვედრო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკონდიტრო საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა. უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი საწარმოში აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობები გახდა.

სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა არაგეგმური შემოწმება ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე განახორციელეს.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტორებმა დააფიქსირეს როგორც კრიტიკული, ისე არაკრიტიკული დარღვევები. კერძოდ: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ეტიკეტირების წესის შეუსაბამობა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნების უგულებელყოფა.

„გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს განმარტებით, მოქალაქეს, რომელმაც შესაძლო დარღვევის შესახებ უწყებას აცნობა, ინსპექტირების შედეგები წერილობით უკვე ეცნობა.

სეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, სურსათთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე: 1501. უწყების თქმით, დროული რეაგირებისთვის მოქალაქეების ჩართულობა გადამწყვეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები