მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრიტიკული შეუსაბამობის გამო „ნობათი 2018-ს“ საწარმოო პროცესი შევუჩერეთ - სეს

619766ee0a169
მარიამ ვარადაშვილი
19.11.21 14:00
810
სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინფორმაციით, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „ნობათი 2018“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

კერძოდ, სააგენტოს თანახმად, თბილისში ტიმოთე ბელოის (დიდი დიღომი) 16 ნომერში მდებარე რძის, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „ნობათი 2018“, საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე.

“საწარმოში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, მრავალი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის, დარღვეული იყო სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, არ ხდებობა რეცხვა-დეზინფექცია, არ ტარდებოდა სადერატიზაციო სამუშაოები, რის გამოც, საწარმოში აღმოჩენილია მღრნელები”,-წერია განცხადებაში.

სეს-ცნობითვე, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო შეუჩერდა. პროდუქციის ნაწილი იყო ეტიკეტირებული და მისი იდენტიფიცირება მომხმარებელს შეუძლია ზემოთ მოცემული მისამართითა და საწარმოს დასახელებით. “პროდუქციის ნაწილი იყო ეტიკეტირებული და მისი იდენტიფიცირება მომხმარებელს შეუძლია ზემოთ მოცემული მისამართითა და საწარმოს დასახელებით.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები