მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისის გავლენა ოჯახების შემოსავლებსა და ხარჯებზე საქართველოში – EPRC-ის მიმოხილვა

5e9dd2f2bed43
თამთა ჯიჯავაძე
20.04.20 23:30
2345
საქსტატის მონაცემებით, საშუალო სტატისტიკური საოჯახო მეურნეობის თვიური შემოსავალი 2019 წელს ოდნავ აღემატებოდა 1000 ლარს. ამ ფონზე, ეკონომიკის თუნდაც ერთი თვით გაჩერება საკმაოდ მძიმე დარტყმაა მოსახლეობის უმრავლესობისათვის. ოჯახურ შემოსავლებს მკვეთრად "დაარტყამს" ტრანსფერების კლება და თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება, - ამის შესახებ საუბარია Economic Policy Research Center–ის დოკუმენტში „ეკონომიკური მოსაზრებები შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლისთვის".

"საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავლებში ფორმალური დასაქმებით მიღებული შემოსავალი დაახლოებით 40%-ია, რაც თითქოს არაა დამოკიდებულების მაღალი ხარისხსი, მაგრამ გაურკვეველ ეკონომიკურ პირობებში ამ შემოსავლის სხვა რაიმე რესურსით ჩანაცვლების პერსპექტივა არ ჩანს. საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავლებში სესხები ან დანაზოგის გამოყენება დაახლოებით 11%-ია და მათ მძიმე დარტყმას მიაყენებს არსებული კრიზისი.

სამომხმარებლო ხარჯებში, რომლებიც თვეში საშუალოდ 854 ლარს შეადგენს, ყველაზე მეტი - დაახლოებით 300 ლარი მოდის სურსათზე, ტანსაცმელსა და თამბაქოს ნაწარმზე, ხოლო კომუნალურ ხარჯებზე დაახლოებით 100 ლარი. დაზოგვაზე 214 ლარია ნავარაუდევი (იხ. ცხრილი #1 ქვემოთ, ასევე დანართი).

ცხრილი #1 ავაგეთ "საბალანსო ფურცლის“ პრინციპით, რათა გვეჩვენებინა საშუალო სტატისტიკური
საოჯახო მეურნეობის "აქტივების“ შეპირისპირება "პასივებთან.“ ამ გზით ვიზუალურად კიდევ უფრო ცხადი ხდება საოჯახო მეურნეობათა საშემოსავლო ბაზის სიმყიფე, რომლის რღვევა პირველ რიგში აუცილებელი ხარჯების დაფარვის საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა, დიდია კრიზისის გამო სხვა ხარჯების შემცირების ალბათობა, რაც მთელი ეკონომიკის ერთობლივი მოთხოვნის შემცირების სერიოზული არხია.

ფაქტობრივად, კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებამ უნდა შეძლოს მაქსიმალურად შეინარჩუნოს შინამეურნეობათა შემოსავლების და აქედან გამომდინარე, ხარჯების სტრუქტურა, რის გარეშეც ერთობლივი მოთხოვნის სტაბილიზაცია შეუძლებელი იქნება", – წერია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები