"არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები" - ამ თემაზე ამ წუთებში Freebusiness.ge-ის ორგანიზებულ კონფერენციაზე მსჯელობენ. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილმა ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა, მოლოდინია, რომ მიმდინარე წელი საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ რთული იქნება. მათი შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.