საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის გიგანტის, Kroger-ის გენერალური დირექტორი, რომელიც კომპანიას 10 წელი ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა. როდნი მაკმიულენის ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, მას ბრალად ედება ეთიკის ნორმების დარღვევა და კომპანიის ხელმძღვანელისათვის „შეუსაბამო ქცევა“, რაც ჯერ დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რას მოიაზრებს.
კომპანიის განცხადებით, 65 წლის მაკმიულენი დაუყოვნებლივ ტოვებს როგორც გენერალური დირექტორის, ასევე Kroger-ის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებს, ანუ ის კომპანიის მართვის პროცესს სრულად ჩამოშორებულია.
კომპანიის CEO-ს თანამდებობას დროებით რონ სარჯენტი დაიკავებს, რომელიც Kroger-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო.
აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ Kroger-ის საბაზრო შეფასება $47 მილიარდს შეადგენს და სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.