2025 წლის ივლისში, თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი გაყიდული ბინა დიდ დიღომში დაფიქსირდა.
"თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, კრწანისში გრძელდება გაზრდილი მოთხოვნის ტრენდი, რადგან ივლისში აქ გაყიდვები წლიურ ჭრილში ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა - 161%-ით. ნაძალადევსა (-44%) და დიდუბეში (42%) კი დაფიქსირდა ტრანზაქციების შესამჩნევი წლიური კლება.
ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობა და წლიური ცვლილება ასე გამოიყურება:

პუბლიკაციის მიხედვით, 2025 წლის ივლისში, თბილისში 3,618 ბინა გაიყიდა, რაც 5%-ით აღემატება 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს, ხოლო თვის ჭრილში 12%-იანი ზრდაა.




























