მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრწანისის ოლქში არჩევნები საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონულად მიმდინარეობს

61586c621b16a
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 18:47
538
ცესკოს ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში, კრწანისის ოლქში არჩევნები საპილოტე პროექტის ფარგლებში, ელექტრონულად მიმდინარეობს.

„დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები“, - აცხადებენ ცესკოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები