მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ცვლილებას ხელს თავად მოვაწერ” - პაპუაშვილი საარჩევნო რეფორმაზე

არჩევენბი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იგი ორშაბათს თავად მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომლითაც “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები შევა.

“იცით, რომ ვეტო დაძლეულია და, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი] არ აპირებს, ხელი მოაწერს მას. არა უშავს, ორშაბათს დოკუმენტს ხელს თავად მოვაწერ და ამოქმედდება ცვლილებები, რომლებიც გამიზნულია იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტურად მომუშავე ცესკო”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქმე ისაა, რომ უმრავლესობამ საარჩევნო ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული.

აღნიშნული ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ 20 თებერვალს მიიღეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ვეტო 5 მარტს დაადო. თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 61 ხმით 21-ის წინააღმდეგ დაძლია.

საარჩევნო რეფორმა ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებასაც ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება - კერძოდ, პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შეძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები